სიდნეიში დასრულდა შეხვედრა UFC 312-ის სუპერ მსუბუქ წონაში ქართველ ალექსანდრე თოფურიას და ავსტრალიელ კოლბი თიკნესს შორის
ქართველმა სპორტსმენმა ალექსანდრე თოფურიამ შესანიშნავად ჩაატარა UFC 312-ის სადებიუტო შეხვედრა და მასპინძელი კოლბი თიკნესი დაამარცხა. მას სამივე მსაჯმა ერთნაირი ანგარიშით (30:27) მიაკუთვნა გამარჯვება.
ალექსანდრე თოფურია მსოფლიო ჩემპიონ ილია თოფურიას უფროსი ძმაა.