ბაკურიანში, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის დამზადებული საკოლექციო მონეტის პრეზენტაცია გაიმართა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ვერცხლის მონეტები ტრამპლინიდან ხტომაში ვეტერანი სპორტსმენის, კობა წაქაძის ოჯახის წევრს, 2010 წელს ოლიმპიურ თამაშებზე ტრაგიკულად გარდაცვლილი სპორტსმენის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახს და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტს, სპიროს კაპრალოსს გადასცა.

5 ლარის ნომინალის საკოლექციო დანიშნულების მონეტების გამოშვების გადაწყვეტილება სებ-ის საბჭომ, ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი "ბაკურიანი 2025“-ის საორგანიზაციო კომიტეტთან თანამშრომლობით მიიღო.