უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ძიუდოისტები გრანდ სლემზე ასპარეზობენ.
შეჯიბრების პირველ დღეს ტატამზე ეთერ ლიპარტელიანი, ლუხუმ ჩხვიმიანი და ამირან დარბაისელი გავიდნენ.
57კგ წონაში ეთერ ლიპარტელიანმა (N7 მსოფლიო რეიტინგში) მასპინძელი შუკურჯონ ამინოვა (N57) ვაზარით დაამარცხა, ბრაზილიელი ჯესიკა ლიმა (N27) ტაივანელი ლიან ჩენ-ლინი იპონით და გრანდ-სლემის ფინალში გავიდა, სადაც ოქროს მედლისთვის იაპონელ მომო ტამაოკისთან (N14) იჭიდავებს.
60კგ წონაში ლუხუმ ჩხვიმიანმა (13) გერმანელ მაქსიმილიან შტანდკეს (N98) ოქროს დროში ვაზარი მოუგო, ფრანგ რომარიკ ვენდ-იამ ბუდას (N49) იპონით სძლია (მეტოქის მიერ აკრძალული თავდაცვითი ილეთის გამოყენებისთვის), ყაზახ ნურკანატ სეკირბაევთან (N159) კი ვაზარით დამარცხდა.
ბრინჯაოს მედლისთვის ლუხუმ ჩხვიმიანი აზერბაიჯანელ ახმად იუსიფოვს (N96) შეხვდება.
ამავე წონაში ამირან დარბაისელმა პირველივე შეხვედრა ვაზარ-იპონით წააგო თურქმენ ჰაკბერდი ჯუმაევთან (N55).