მაროკოში დასრულდა აფრიკის „ერთა თასის“ ფინალური შეხვედრა.

მაროკოს და სენეგალის გუნდების შეხვედრის პირველ ნახევარში უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, მაგრამ საგოლე მომემტის კარის აღებით დაგვირგვინება ვერ შეძლეს. 

შეხვედრის მეორე ნახევარში მაროკომ შედარებით გამოასწორა მდგომარეობა, თუმცა საგოლე მომენტების გამოყენებამდე ვერ მათ მიიყვანეს საქმე. 

სიტუაცია შეხვედრის კომპენსირებულ დროში დაიძაბა. ჯერ, 90+2' წუთზე, სენერგალმა გაიტანა, მაგრამ მსაჯმა, ისე, რომ მომენტი არც გადამოწმა, გოლი გააუქმა, შემდეგ, 90+9' წუთზე, სენეგალელთა კარში პენალტი დაინიშნა და სტუმრები მთელი გუნდით მოედნის კიდესთან განლაგდნენ იმის ნიშნად, რომ მოედნის დატოვებისთვის იყვნენ მზად. მალე დატოვეს კიდევაც, თუმცა, 90+23' წუთისთვის მინდორზე დაბრუნდნენ. მაროკოელთა საუკეთესო ბომბარდირმა დარტყმა უაღრესად ცუდად - ცენტრში და არცთუ ძლიერად - შეასრულა და მალე მსაჯმა თამასის ძირითადი დროის დასრულების ნიშანიც მისცა,

დამატებითი დროის მე-4 წუთზე სენეგალელმა პაპ გეიემ გახსნა ანგარიში.

ამის შემდეგ საგოლე მომენტი ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და სენეგალი მეორედ (პირველად ეს 2021 წელს მოხდა) გახდა აფრიკის „ერთა ლიგის“ თასის მფლობელი, მაროკო კი კვლავ თასის ერთგზის (1976 წელს) მფლობელად დარჩა.

მესამე ადგილისთვის გუშინ გამართულ შეხვედრაში ანგარიში არ გახსნილა. პენალტების სერიაში კი ნიგერიის ნაკრების მეკარემ. მისი გუნდის წევრის გაფუჭებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ, ეგვიპტელთა პირველი ორი დარტყმა მოიგერია, ნიგერიამ ოთხი პენალტი ზუსტად შეასრულა, 4:2 გაიმარჯვა და მესამე ადგილის მფლობელი გახდა.