სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში, „გოპასს არენაზე“, ფუტსალში ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის განმეორებითი შეხვედრა დასრულდა.
საქართველოს ფუტსალის ნაკრების ფეხბურთელებმა პლეი-ოფის განმეორებით, უაღრესად დაძაბულ ორთაბრძოლაში წაგების მიუხედავად, ორი მატჩის ჯამში გამარჯვების მოპოვება და ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვება შეძლეს.
სლოვაკეთი - საქართველო 5:3(2:1), პირველი მატჩი 1:4
გოლები: 5'36" ტომაშ დრაგოვსკი 1:0, 15'08" გიორგი ჩიმაკაძე 1:1, 16'47" ტომაშ დრაგოვსკი 2:1, 26'12" მარეკ ბელანიკი 3:1, 30'07"არჩილ სებისკვერაძე 3:2, 31'18" ირაკლი თოდუა 3:3, 32'05" პატრიკ ზატოვიჩი 4:3, 37'01" სებასტიან ბაჩო 5:3
25'15" წუთზე გიორგი ღავთაძის დარტყმული თერთმეტმეტრიანი სლოვაკთა მეკარე ტომაშ მიჩუდამ მოიგერია
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იყვნენ:
თორიკე ბუკია - გიორგი ჩიმაკაძე - გიორგი ღავთაძე - ვახტანგ კეკელია - ირაკლი თოდუა / ლუკა ხარშილაძე (მეკარე), საბა ტყეშელაშვილი, ნიკოლოზ გაბრიჩიძე, შოთა თოფურია, ვახტანგ ჯვარაშვილი, ნიკა ხარატიშვილი, ნუკრი ჭუმბურიძე, არჩილ სებისკვერაძე, ნიკოლოზ კურტანიძე
მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი
დღესვე გამართულ პლეი-ოფის შეხვედრაში იტალიამ პენალტების სერიაში დაამარცხა ყაზახეთი
ყაზახეთი - იტალია 3:2, პირველი მატჩი 1:2 პენალტებით 0:2
ამრიგად, ამ დროისთვის ფინალური ტურნირის მონაწილე თექვსმეტიდან თოთხმეტი გუნდის ვინაობაა ცნობილი:
უკრაინა, ბელარუსი, პოლონეთი, სლოვენია, ხორვატია, სომხეთი, პორტუგალია, ესპანეთი, ჩეხეთი, საფრანგეთი, ლიეტუვა, ლატვია, იტალია, საქართველო.
კიდევ ორი მონაწილე ხვალ, რუმინეთი-უნგრეთის და ბოსნია და ჰერცეგოვინა-ბელგიის მატჩებში, გაირკვევა.
რუმინეთი - უნგრეთი? პირველი მატჩი 2:3
ბოსნია და ჰერცეგოვინა - ბელგია? პირველი მატჩი 2:7