საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპულ ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლისთვის და მერვედფინალში მონაწილეობისთვის მადლობას უხდის.
"მადლობა ბიჭებს ამ დაუვიწყარი დღეებისთვის! მადლობა მთავარ მწვრთნელს და მთლიანად გუნდს! მადლობა საუკეთესო გულშემატკივარს! მადლობა, რომ მსოფლიო ფეხბურთს თავი დავამახსოვრეთ. მჯერა, რომ წინ უფრო დიდი გამარჯვებები გველის! #მევარსაქართველო " - წერს ლევან კობიაშვილი.
შეგახსენებთ, ქართულმა ფეხბურთმა 43 წლიანი ოცნება აისრულა, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და ჯგუფური ეტაპიდან გავიდა. #ევრო2024-ის მერვედფინალში საქართველო ესპანეთთან დამარცხდა.