საქართველოს ეროვნული ნაკრების  ევრო2024 -ზე მიღწეული შედეგ დედაქალაქში ფოერვერკით აღინიშნა

მადლობა ქართული სასწაულისთვის - მასშტაბური ფოიერვერკი მთაწმინდაზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მოეწყო და ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მიერ მიღწეულ ისტორიულ შედეგებს მიეძღვნა.

შეგახსენებთ, ქართულმა ფეხბურთმა 43 წლიანი ოცნება აისრულა, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და ჯგუფური ეტაპიდან გავიდა.  #ევრო2024-ის მერვედფინალში საქართველო ესპანეთთან დამარცხდა.