ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს.
"პატივისცემა საქართველოს ნაკრებს EURO2024-ზე ძლიერი და თავდაუზოგავი თამაშისთვის. მოუთმენლად ველი თქვენს ნახვას შემდეგ დიდ ტურნირზე. თავები მაღლა!", - წერს პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა.
30 ივნისს გერმანიაში, ქალაქ კიოლნში გამართულ მატჩში ესპანეთმა სძლია საქართველოს ნაკრებს, ანგარიშით 4:1.
საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად, ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე და მერვედფინალში გასვლა მოახერხა.