ლანჩხუთის ქალ ფეხბურთელთა გუნდმა საქართველოს ლიგის ჩემპიონის ტიტული შეჯიბრების დასრულებამდე მოიპოვა. 

ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ლანჩხუთელმა ფეხბურთელებმა ჩხოროწყუს ,,სამეგრელო” სტუმრად 0:3 დაამარცხეს და ამ გამარჯვებით საქართველოს ქალთა ლიგის გამარჯვებულები გახდნენ.