ინგლისის პრემიერლიგაში მე-6 ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.
პრემიერლიგის გასული სეზონის ჩემპიონმა და მიმდინარე გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა, „ლივერპულმა“, ლონდონში, „კრისტალ პალასთან“ მე-6 ტურის შეხვედრაში, პირველი მარცხი იწვნია.
მასპინძლებმა ანგარიში მე-9 წუთზე გახსნეს და მოგებიან ანგარიშს 87-ე წუთამდე ინარჩუნებდნენ. ფედერიკო კიეზას მიერ 87-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრების შემდეგ კი გამარჯვების მომტანი გოლი 90+7 წუთზე გაიტანეს.
გიორგი მამარდაშვილი მთელი შეხვედრის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე იჯდა.
წაგების მიუხედავად, „ლივერპულმა“ ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა.
„კრისტალ პალასი“ - „ლივერპული“ 2:1(1:0)
გოლები: 9' ისმაილა სარი 1:0, 87' ფედერიკო კიეზა 1:1, 90+7' ედი ნკიეტა 2:1
„ბრენტფორდი“ - „მანჩესტერ იუნაიტედი“ 3:1(2:1)
გოლები: 8' და 20' იგორ ტიაგო 1:0 და 2:0, ბენჟამინ სესკო 2:1, 90+5' მატიას იენსენი 3:1
76-ე წუთზე ბრუნუ ფერნადეშის თერთმეტმეტრიანი დარტყმა კაომჰინ კელეჰერმა მოიგერია
„მანჩესტერ სიტისთან“ გასვლით შეხვედრაში საკუთარ კარში გატანილი ორი გოლით „გამოიჩინა“ თავი მაქსიმ ესტევმა
„მანჩესტერ სიტი“ - „ბარნლი“ 5:1(1:1)
გოლები: 12' მაქსიმ ესტევი, საკუთარ კარში 1:0, 38' ჯეიდონ ენტონი 1:1, 61' მათეუს ნუნიესი 2:1, 65' მაქსიმ ესტევი, საკუთარ კარში 3:1, 90' და 90+3' ერლინ ჰოლანი 4:1 და 5:1
„ჩელსი“ სახლში „ბრაიტონს“ უგებდა, მაგრამ 53-ე წუთზე მინდორზე ათი ფეხბურთელით დარჩა და ანგარიში ვერ შეინარჩუნა. სტუმრებმა გოლი 77-ე წუთზე გაქვითეს, კომპენსირებული დროის მე-2 და მე-10 წუთებზე კი კიდევ ორი ბურთი გაიტანეს.
„ჩელსი“ - „ბრაიტონი“ 1:3(1:0)
გოლები: 24' ენცო ფერნანდესი 1:0, 77' დენი უელბეკი 1:1, 90+2' მაქსიმ დე კუიპერი 1:2, 90+19' დენო უელბეკი 1:3
გაძევება: 53' ტრევოჰ ჩალობა („ჩელსი“, წითელი ბარათი)
„ლიდსი“ - „ბორნმუთი“ 2:2(1:1)
გოლები: 26' ანტუან სემენიო 0:1, 37' ჯო როდონი 1:1, შონ ლოგსტოფი 2:1, 90+3' ელი ჟუნიორ კრუპი 2:2
„ნოტინგემი“ - „სანდერლენდი“ 0:1(0:1)
გოლი: 38' ომარ ალდერეტე
„ტოტენჰემი“ - ვულვერჰემპტონი“ 1:1(0:0)
გოლები: 54' სანტიაგო ბუენო 0:1, 90+4' ჟოაო პალინია 1:1
მასალა ბოლოს 01:15 საათზე განახლდა.