პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე გრძელდება 70 კგ წონითი კატეგორიის პარატაეკვონდოს ოსტატთა ასპარეზობა.

ქართველმა პარასპორტსმენმა გიორგი ნიკოლაძემ მეოთხედფინალში მარცხის შემდეგ რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც მისი მეტოქე არგენტინელი ხუან ედუარდო სამორანო  იყო.

შეხვედრა არგენტინელმა მოიგო და იგი  ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას გააგრძელებს.