„როიტერ“-„იპსოსის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, ამერიკელთა უმეტესობა ირანზე სამხედრო დარტყმებს არ იწონებს.

28 თებერვალსა და 1 მარტს ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ ამერიკელების 43% არ იწონებს ირანზე სამხედრო დარტყმას, 27% საპირისპირო აზრზეა, ხოლო 10-დან დაახლოებით ყოველ მესამეს ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს.

სამხედრო დარტყმებთან დაკავშირებით მოსაზრებები მკვეთრად განსხვავდება დემოკრატების და რესპუბლიკელების მხადრდამჭერებში.  მათ დემოკრატების მხარდამჭერების თითქმის სამი მეოთხედი (74%) არ იწონებს და მხოლოდ 7% უჭერს მხარს, რესპუბლიკების მხარდამჭერთა უმრავლესობა (55%) კი იწონებს და მხოლოდ  13% არ იწონებს.

დამოუკიდებელი ამომრჩევლებიდან სამხედრო დარტყმებს 44% არ იწონებს, ხოლო 19% - იწონებს.

გამოკითხვა ასახავს საზოგადოების საწყის რეაქციას აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის, მოკლული და ქვეყნის მასშტაბით სამხედრო ობიექტებისა და ბირთვული ბაზების სამიზნედ გამოცხადებული დარტყმების მიმართ.