ასეთი განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა „ენბისი ნიუსთან“ სატელეფონო საუბრისას გააკეთა.

დონალდ ტრამპის თქმით, ირანზე სამხედრო დარტყმები „წარმატებულია“.

„ჩვენ უზარმაზარი ზიანი მივაყენეთ. მათ აღდგენისთვის წლები დასჭირდებათ“, - დასძინა მან.

სატელეფონო საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში დღევანდელი დარტყმების შედეგად „ლიდერების მნიშვნელოვანი რაოდენობა“ დაიღუპა.

„მე ორ ადამიანზე არ ვსაუბრობ“, - თქვა პრეზიდენტმა ზუსტი რაოდენობის დაკონკრეტების გარეშე.

როდესაც ჰკითხეს, ვინ შეცვლის ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის, ტრამპმა უპასუხა: „არ ვიცი, მაგრამ გარკვეულ მომენტში დამირეკავენ და მკითხავენ, ვისი ნახვა მსურს ამ თანამდებობაზე“ და დასძინა, რომ ამას ცოტა ირონიულად ამბობს