დღეს, უეფას ჩემპიონა ლიგის უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე პლეი-ოფის დარჩენილი ოთხი განმეორებითი შეხვედრა იმართება.
ამ დროისთვის უკვე დასრულდა განმეორებით შეხვედრა ბაქოში, სადაც ტოფიკ ბახრამოვის სახელობის სტადიონზე აგდამის „ყარაბაღი“ (აგდამი) ბუდაპეშტის „ფერენცვაროშს“.
აზერბაიჯანელ ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგის დასკვნით ეტაპზე ერთი ბურთის სხვაობით წაგების შემთხვევაშიც კი ხვდებოდნენ, სტუმრებს კი შანსი იმ შემთხვევაში მიეცემოდათ, თუ ძირითადი დროის შემდეგ ისინი ორი ბურთით იქნებოდნენ წინ.
პირველი ტაიმის მე-12 წუთზე სტუმრები ლენი ჯოზეფმა დაწინაურა, რასაც მასპინძლებმა 25-ე წუთზე ანდრადე ლეანდროს და 45-ე წუთზე აბდელაჰ ზუბირის მიერ გატანილი გოლებით უპასუხეს.
მეორე 55-ე წუთზე ბარნაბას ვარგამ თერთმეტმეტრიანიდან ანგარიში გაათანაბრა, 82-ე წუთზე კი ალექს ტოტმა უნგრელები დაწინაურა.
მასპინძლებმა შეძლეს ამ ანგარიშის შენარჩუნება და ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს.
„ყარაბაღმა“ კვალიფიკაციის ფინალურ სტადიაზე გასვლით უკვე გამომუშავებულ 4,29 მილიონ ევროს გარანტირებულად შემატა 18,62 მილიონი ევრო.
ამრიგად, უკვე ცნობილია უეფას ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი ეტაპის მონაწილე 36 გუნდიდან 33-ის ვინაობა., სამი დარჩენილი ვაკანსიისთვის კი ერთმანეთს ხვდებიან:
„კოპენჰაგენი“- „ბაზელი“ (პირველი შეხვედრა 1:1)
„ბენფიკა“ - „ფენერბახჩე“ (პირველი შეხვედრა 0:0)
„ბრიუგე“ - „რეინჯერსი“ (პირველი შეხვედრა 3:1)
ხვალ, მონაკოში, ფინალურ ეტაპის კენჭისყრა გაიმართება. გუნდები ოთხ კალათაში გადანაწილდებიან და პლეი-ოფში გასასვლელად ჩასატარებელი რვა ტურში წყვილები გამოვლინდებიან.
პირველი კალათა:
„პარი სენ-ჟერმენი“
„რეალი“
„მანჩესტერ სიტი“
„ბაიერნი“
„ლივერპული“
„ინტერი“
„ჩელსი“
„ბორუსია“ დორტმუნდი
„ბარსელონა“
მეორე კალათა:
„არსენალი“
„ბაიერი“
„ატლეტიკო“
„ბენფიკა“*
„ატალანტა“
„ვილიარეალი“
„იუვენტუსი“
„აინტრახტი“
„ბრიუგე“*
მესამე კალათა:
„ტოტენჰემი“
„პსვ“
„აიაქსი“
„ნაპოლი“
„სპორტინგი“
„ოლიმპიაკოსი“
„სლავია“
„ბოდო გლიმტი“
„მარსელი“
მეოთხე კალათა:
„კოპენჰაჰგენი“*
„მონაკო“
„გალათასარაი“
„ როიალ იუნიონი სენ-ჟილუაზი“
„ყარაბაღი“
„ატლეტიკი“
„ნიუკასლი“
„კაირატი“
„პაფოსი“
ყოველ გუნდს თითოეული კალათიდან ორი მეტოქე ეყოლება, რომელაგანაც ერთს შინ შეხვდება, მეორეს კი გასვლაზე.
* „ბენფიკა“, „ბრიუგე“ და „კოპენჰაგენი“ შეიძლება შესაბამისად ჩაანაცვლონ „ფენერბახჩემ“, „რეინჯერსმა“ და „ბაზელმა“.




