თბილისის ერთ-ერთ ტაძარში მრევლის ნაწილის მხრიდან სასულიერო პირის მიმართ წაყენებული მძიმე ბრალდებების შესახებ ტვ "პირველის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური:
▪️ ამა წლის 24 იანვარს ტელეკომპანია ,,TV პირველმა" გაავრცელა ინფორმაცია თბილისის ერთ-ერთ ტაძარში მრევლის ნაწილის მხრიდან სასულიერო პირის მიმართ წაყენებული მძიმე ბრალდებების შესახებ.
▪️ სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ მრევლმა საპატრიარქოს საჩივრით უკვე მიმართა, რაც არის უზუსტობა.
▪️ სინამდვილეში, ამ ეტაპზე ზნეობრივი კომისიის ერთ-ერთ წევრს ეცნობა სავარაუდო დანაშაულის შესახებ. კომისიაზე საკითხის წარსადგენად საჭიროა ოფიციალური მომართვა და სხვა შესაბამისი პროცედურები, რის შესახებაც მრევლს მიეცა განმარტება.
▪️ ამ ეტაპზე ზნეობრივი კომისია ოფიციალურად, წერილობით ელოდება აღნიშნულ მომართვას, რის შემდეგაც საკითხს მიეცემა მსვლელობა"- ნათქვამია განცხადებაში.




