შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 2001 წელს დაბადებული ე.ო. დააკავეს.
დაკავებული მამაკაცი, თურქეთის რესპუბლიკის მიერ, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა - შენახვის, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების და ნივთის დაზიანების ბრალდებით იძებნებოდა.
სამართალდამცველებმა ე.ო. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში დააკავეს.
დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.








