ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ნიდერლანდებმა თურქეთი 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. ამ შეხვედრაში ნიდერლანდელების მიერ გატანილი მეორე გოლი თვიდან კოდი გაკპოს ჩაეთვალა – ეს მისთვის ამ ევროზე მეოთხე გოლი იყო და ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა.
მაგრამ თამაშის შემდეგ უეფა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გოლის ავტორი შეცვალეს და მერტ მულდურის ავტოგოლად გადააკეთეს, შესაბამისად, „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში 3-3 გოლით, გაკპოსთან ერთად, საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე, ივან შრანცი (სლოვაკეთი) და ჯამალ მუსიალა (გერმანია) ლიდერობენ, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით პირველ ადგილზე კვლავ მიქაუტაძე რჩება.
ამავე დროს, გიორგის საკლუბო კარიერასთან დაკავშრებით ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო მორიგ ახალ ინფორმაციას ავრცელებს:
„გიორგი მიქაუტაძემ და „მონაკომ“ სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს. კლუბი კონკრეტულ ქმედებებზე გადავიდა და „მეცს“ სატრანსფერო თანხასთან დაკავშრებით ოფიციალური წინადადებით მიმართა. ამით „მონაკოს“ ხელმძღვანელობა ცდილობს, სხვა კლუბებს დაასწროს და ტრანსფერი მალე ოფიციალურად გააფორმოს“.
პირველი არხი.