მინდა ბოდიში მოგიხადოთ ჯგუფთან ერთად ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის აღნიშვნაზე არყოფნის გამო, ოფიციალურმა ვალდებულებებმა შემიშალა ხელი, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე სოციალურ ქსელში წერს.
„მინდა ბოდიში მოგიხადოთ ჯგუფთან ერთად ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას აღნიშვნაზე ჩემი არყოფნის გამო. ოფიციალურმა ვალდებულებებმა შემიშალა ხელი, რომ მოსვლით მადლობა გადამეხადა თქვენთვის.
იცოდეთ, რომ გული და ფიქრები თქვენთან ერთად იყო. თქვენ, გულშემატკივრებო, დაუღალავად დაგვიდექით გვერდში თქვენი მხარდაჭერით.
გვექნება შესაძლებლობა, რომ მალე კვლავ შევხვდეთ.
დიდი მადლობა ყველაფრისთვის.
დიდი მადლობა სრულიად საქართველოს ❤️🇬🇪“, - წერს მიქაუტაძე.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები საქართველოში დღეს დილას დაბრუნდნენ. 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე „ჯვაროსნების“ დახვედრის ღონისძიება გაიმართება.