დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე", საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრას ატარებს
შეხვედრის მე-10 წუთზე საქართველო გოლს გადაურჩა. ქაან აიჰანის უძლიერესი დარტყმა ძელს მოხვდა.
ერთი წუთის შემდეგ მეტოქის საჯარიმოსთან ხვიჩა კვარაცხელიამ ანზორ მექვაბიშვილს გადააწოდა ბურთი, მან ძლიერად დაარტყა კარში, ბურთი ზურგზე მოხვდა მცველს და მიმართულება შეიცვალა, მაგრამ უკვე საპირისპირო მიმართულებით დაძრულმა მეკარე მოასწრო რეაგირება და ბურთი მოიგერია.
ანგარიში მე წუთზე გაიხსნა.
შეხვედრის მე-20 წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი პირდაპის მერთ მიულდიურზე მოიგერია, მან კი ერთი შეხებით და ძლიერად გიორგი მამარდაშვილისგან მარცხენა ცხრიანში გაგზავნა ბურთი.
27-ე წუთზე საქართველოს ნაკრების მცველების შეცდომის შემდეგ თურქებმა მეორე გოლი გაიტანეს, მაგრამ გადამოწმების შედეგად მსაჯმა გოლი გააუქმა.
32-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილის საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში საქართველოს მიერ გატანილი პირველი გოლის ავტორი გიორგი მიქაუტაძე გახდა.