ჭიდაობის კლუბ "ზვანელები"-ს ფალავანი, ოზურგეთელი ნიკოლოზ კუტუბიძე 15 წლამდელთა შორის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა.

მან რუსი მეტოქე ანგარიშით 4 : 1 დაამარცხა.

ვულოცავ ნიკოლოზს ამ დიდ გამარჯვებას! - გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე.