დიდი ბრიტანეთის ქალაქ შეფილდში ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.
კაცთა შორის ფიგურულ სრიალში დასრულდა მოკლე პროგრამით ასპარეზობა.
ქართველმა მოციგურავემ, ნიკა ეგაძემ, მოკლე პროგრამით ასპარეზობა 91,28 ქულით დაასრულა და პირველ ადგილზეა.

დღეს თავისუფალი პროგრამით იასპარეზებენ და ევროპის ჩემპიონატის მედლებს გაითამაშებენ წყვილთა შორის შეჯიბრების მონაწილეები. შეგახსენებთ, რომ მოკლე პროგრამით ასპარეზობის შემდეგ პირველ ადგილზე ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილია.




