საფრანგეთის პირველ დივიზიონში მეთხუთმეტე ტურის შეხვედრები დასრულდა.
გიორგი მიქაუტაძის ლიონის „ოლიმპიკი" პარიზში ლიდერს, „პარი სენ-ჟერმენს" ესტუმრა და 1:3 დამარცხდა.
გიორგი მიქაუტაძემ, რომელმაც თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მინდორზე 66-ე წუთამდე იმყოფებოდა, მე-40 წუთზე გოლი გაიტანა და მასპინძლებთან ჩამორჩენა ერთ ბურთამდე შეამცირა, მისი თამაში Flashscore-მ 7,1-ით შეაფასა.
„პარი სენ-ჟერმენი" - „ოლიმპიკი" 3:1(2:1)
გოლები: 8' უსმან დემბელე 1:0, 14' ვიტინია, თერთმეტმეტრიანიდან 2:040' გიორგი მიქაუტაძე 2:1, 88' გონსალო რამოში 3:1