თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, „ღვინის ქარხნის“ ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
ცეცხლი ერთ-ერთი რესტორნის სახურავს ეკიდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.