ინგლისის პრემიერლიგაში 14 ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.
„მანჩესტერ სიტიმ", რომელსაც 26 ოქტომბრის შემდეგ გამართულ შვიდ შეხვედრაში ექვსი წაგება და ერთი ფრე ჰქონდა, სახლში „ნოტინგემი" დაამარცხა.
„მანჩესტერ სიტი" - „ნოტინგემი" 3:0(2:0)
მორიგ მოგებასთან ახლოს იყო „ლივერპული", რომელიც ნიუკასლში თამაშობდა. პირველი ტაიმში გაშვებული გოლი „ლივერპულმა" მეორე ტაიმის დაწყებიდან ხუთ წუთში გაქვითა, თუმცა შემდეგ მასპინძლებმა სტუმრების შეცდომა გამოიყენეს და ისევ დაწინაურდნენ. 68-ე და 83-ე წუთებზე მოჰამედ სალაჰმა გამოიჩინა თავი და „ლივერპული" დაწინაურდა, თუმცა შეხვედრის მიწურულს „ნიუკასლმა" სტუმართა მეკარის შეცდომით ისარგებლა და ქულა გადაარჩინა.
„ნიუკასლი" - „ლივერპული"3:3(1:0)
„არსენალი" - „მანჩესტერ იუნაიტედი" 2:0(0:0)
„საუთჰემპტონი" - „ჩელსი" 1:5(1:3)
„იპსვიჩი" - „კრისტალ პალასი" 0:1(0:0)
„ლესტერი" - „ვესტ ჰემი" 3:1(1:0)
„ევერტონი" - „ვულვერჰემპტონი" 4:0(2:0)
„ასტონ ვილა" - „ბრენტფორდი" 3:1(3:0)
ბომბარდირები:
მოჰამედ სალაჰი („ლივერპული") - 13 (4 პენალტიდან)
ერლინ ჰოლანი („მანჩესტერ სიტი") - 12 (1 პენალტიდან)
კრის ვუდი („ნოტინგემი") - 9 (2 პენალტიდან)
კოულ პალმერი („ჩელსი") - 9 (1 პენალტიდან)