ინგლისი საფეხბურთო ლიგის თასზე „ლივერპული“ ჩემპიონშიპის ბინადარს, „საუთჰემპტონს“ შეხვდა.

„ლივერპულის“ მწვრთნელმა, არნე სლოტმა, რომელიც პრემიერლიგის განვლილ ხუთ ტურში შეცვლაზეც კი არ შეუყვანია საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი, ამჯერად მას კარის დაცვა პირველივე წუთიდან ანდო.
 
მასპინძლებმა სტუმრები არცთუ იოლ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით დაამარცხეს. გიორგი მამადაშვილმა (Flashscore - 6,9) სადებიუტო შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა ვერ შეძლო. გოლი მისი კარში, მართალია მცველების უხეშ  შეცდომას მოჰყვა, მაგრამ მას, ალბათ, მართებდა კარიდან გამოსვლა და მეტოქისთვის დარტყმაში ხელის შეშლა.

„ლივერpული“ - „საუთჰემპტონი“ 2:1(1:0)
გოლები: 43' ალექსანდერ ისაკი 1:0, 76' ში ჩარლზი 1:1, 85' ჰუგო ეკიტიკე 2:1

„ლივერპული“ მერვედფინალში გავიდა.