ბულგარეთში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე კონსტანტინე პეტრიაშვილმა (97 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – 17 წლის ქართველმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში თურქი იბრაჰიმ ბენეკლი 8:3 დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუტანა.

ფინალურ ბლოკში მედლისთვის იჭიდავა გოგა ოთინაშვილმაც (70 კგ), მაგრამ ქართველი აზერბაიჯანელ ფალავანთან დამარცხდა და მსოფლიო პირველობა უმედლოდ დაასრულა.