თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის რაიონში ე.წ. ნანტის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, თბილისს ძალიან დიდი რესურსი აქვს იმისა, რომ კიდევ უფრო მწვანე ქალაქი გახდეს.
„ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქში მწვანე სივრცეების არსებობა და მათი განახლება.
2017 წლიდან დღემდე ბევრი პროექტი განხორციელდა, თუმცა თბილისს ძალიან დიდი რესურსი აქვს იმისა, რომ კიდევ უფრო მწვანე ქალაქი გახდეს და ამისთვის როგორც საქალაქო სამსახურები, ისე გამგეობები ყველაფერს გააკეთებენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ე.წ. ნანტის სკვერის ტერიტორია სრულად რეაბილიტირდება - მოეწყობა საბავშვო და სპორტული მოედნები, საფეხმავლო ბილიკი, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა, განთავსდება საპარკო ავეჯი და ტერიტორიაზე მოეწყობა სასმელი წყლის შადრევანი.
გარდა ამისა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები - დაირგვება ხე-მცენარეები და მოეწყობა სარწყავი სისტემა.