ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გვიან ღამით ყვარლის მუნიციპალიტეტში. სოფელ საბუეში, ცენტრალურ გზაზე დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი გზის პირას მსხდომ ცოლ-ქმარს დაეჯახა.
ძლიერი შეჯახების შედეგად, ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც "აიპრესს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, მძღოლი დაკავებულია.