სოფელ დიღმის სტადიონზე დაიწყო კალას თასის გათამაშება, რომელიც 25 სექტემბერს დასრულდება. ტურნირში თბილისის ათივე რაიონის გუნდი მონაწილეობს.

ორ ჯგუფში ხუთ-ხუთი გუნდია, თამაშობენ მასტერლიგის წესებით თამაშობენ – მატჩებს პროფესიონალი მსაჯები ემსახურებიან.

ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშის სახელობის ტურნირის დაფუძნება ყოფილმა ფეხბურთელმა შოთა ჯიშკარიანმა და მისმა მეგობრებმა გადაწყვიტეს. პროექტის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და სპორტში მეტი ადამიანის ჩართულობაა.

სტადიონი, სადაც თამაშები ტარდება, ნახევარი წლის წინ რეკრეაციულ ზონაში აშენდა

კალას თასი წელს პირველად ტარდება, მაგრამ ორგანიზატორის თქმით, ყოველწიურად მზარდი პროექტი იქნება.