პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე 70 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტთა ნახევარფინალური შეხვედრები დასრულდა.

ქართველი ძიუდოისტი  ინა ქალდანი ნახევარფინალში ჩინელი იუ ვანთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.




ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში მისი მეტოქე ყაზახი აიალა მერეკე იქნება. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ ფინალში გავიდა და ოქროს მედლისთვის იჭიდავებს 73 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტი გიორგი ქალდანი.