საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც "აიპრესი" აუცვლელად გთავაზობთ.
"დღეს, 24 აპრილს 15:15 საათზე ავარიულად გამოირთო 220 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი „პალიასტომი 2“.
შედეგად აჭარისა და გურიის რეგიონების მოსახლეობის ნაწილს 15 წუთის განმავლობაში შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მხრიდან 15:30 წუთზე სრულად მოხდა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა.„
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო." - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.