ესპანეთის ლა ლიგა 2-ში ოცდამერვე ტურის შეხვედრები სრულდება.

გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ სახლში უშუალო კონკურენტი„მირანდესი“ 1:0 დაამარცხა და ლიდერებს მიუახლოვდა.

„ლევანტე“ - „მირანდესი“ 1:0(0:0)
გოლი: 65' კარლოს ალვარესი
გაძევება: 90+4' ალბერტიო დადიე იზაგირე („მირანდესი“ წითელი ბარათი), 90+5' დელა („ლევანტე“, მეორე ყვითელი)

გიორგი ქოჩორაშვილი (Flashscore - 7,6) მინდორზე პირველიდან ბოლო წუთამდე იყო.