ფოთში თოვლის,სახით  მისულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. გადაადგილება უჭირს ავტომანქანებს. ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება თოვლისგან გზების გაწმენდითი ღონისძიებები.

მერიის ინფორმაციით, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. მათივე ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში სპეციალური ტექნიკის მიერ იწმინდებოდა ქალაქის ქუჩები. ხიდებზე დაიყარა ტექნიკური მარილი.საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მერიის სამსახურები.

 უამინდობის გამო, დღეს და ხვალ  ფოთის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერებულია. ასევე,  დღეს შეჩერებულია სასწავლო პროცესი  ფოთის საჯარო სკოლებშიც. 

ამ დროისთვ8ს სრულად არის აღდგენილი ელექტროენერგიის მიწოდება.