გიორგი მიქაუტაძემ სომხეთთან მეორე მატჩშიც დუბლი შეასრულა. ჩვენმა გუნდმა კი ორი მატჩის ჯამში 9:1 მოიგო და B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.

მატჩის შემდეგ მიქაუტაძემ კომენტარი გააკეთა:

„დღეს დედაჩემის დაბადების დღეა, ვუთხარი, რომ შენთვის გავიტან გოლს და მაისურზე პატარა მესიჯი დავიწერე.

საქართველოს ნაკრების „დინამო არენაზე“ დაბრუნება მაგარი იყო. ვიცით, როგორ დამთავრდა ბოლო მატჩი, რომელიც ამ არენაზე ვითამაშეთ – საბერძნეთი დავამარცხეთ და ევროპის ჩემპიონატზე გავედით. დავბრუნდით და გვინდოდა მოგება. 6:1 გავიმარჯვეთ, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ხალხი გაგვეხარებინა. სულ ვცდილობ დავეხმარო ნაკრებს და ჩემს ქვეყანას“.