საფრანგეთის პირველ დივიზიონში ოცდამეექვსე ტური მიმდინარეობს.

გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ სახლში „ლე ჰავრს“ შეხვდა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

სტუმრები შეხვედრას 78-ე წუთამდე იგებდნენ, ამ დროს კი ერთი წუთის წინ შესვლაზე შესული გიორგი მიქაუტაძის გადაცემით მალიქ ფოფანამ ანგარიში გაათანაბრა.

82-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ (Flashscore - 8,7) თავად გაიტანა გოლი, 90+6 წუთზე კი კიდევ ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

გიორგი მიქაუტაძემ, რომელიც მინდორზე 19 წუთი იყო, ორივე გუნდის ფეხბურთელებს შორის საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.

„ლიონი“ - „ლე ჰავრი“ 4:2(1:2)
გოლები: 22' ალექსანდრ ლაკაზეტი, თერთმეტმეტრიანიდან 1:0, 31' აბდულაიე ტურე, თერთმეტმეტრიანიდან 1:1, 45+1' იოსე კასიმირი 1:2, 78' მალიქ ფოფანა 2:2, 82' გიორგი მიქაუტაძე 3:2, 90+6' ტიაგო ალმადა 4:2




მასალა განახლებულია.