ინგლისის პრემიერლიგაში ოცდამეთერთმეტე ტურის შეხვედრები გრძელდება

პრემიერლიგის ოცდამეთერთმეტე ტურში სეზონის განმავლობაში მეორე მარცხი იწვნია „ლივერპულმა". ერთპიროვნული ლიდერი „ფულჰემთან“ დამარცხდა. მერსაიდელთა კარს გიორგი მამარდაშვილის შესაძლო კონკურენტი, ირლანდიის ნაკრების მეკარე კაომჰინ კელეჰერი იცავდა.

„ფულჰემმა“ ამ გამარჯვებით „ლივერპულის“ 26-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

„ფულჰემი“ - „ლივერპული“ 3:2(3:1)
გოლები: 14' ალექსის მაკალისტერი 0:1, 23' რაიან სესენიონი 1:1, 32' ალექს ივობი 2:1, 37' როდრიგო მუნიზი 3:1, 72' ლუის დიასი 3:2