შპს „საქართველოს მელიორაცია“ გურიაში სადრენაჟე სისტემებს აწესრიგებს. 

ღონისძიებები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დამშრობ ქსელზე მიმდინარეობს.


სოფელ გორაბერეჟეულში, ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან, 2,6 კილომეტრი სიგრძის კოლექტორული და შემკრები არხები იწმინდება.


ჩატარებული სამუშაოები არხებში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს. შედეგად, 15 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება გაუმჯობესდება, რაც სასოფლო-
სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდას შეუწყობს ხელს. 


სადრენაჟე არხების გაწმენდით სამუშაოებს საქართველოს მელიორაცია მაისში დაასრულებს.