ინგლისის პრემიერლიგაში ოცდამეცამეტე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.

მერსისადულ დერბიში „ლივერპულმა“ „ევერტონი“ დაამარცხა და უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ინგლისის კვოტით მონაწილეობის უფლების მქონე ხუთ გუნდში მოხვედრის სანსი განიმტკიცა.

გიორგი მამარდაშვილმა (Flashscore - 7,1) მის კარში გოლის გამტან ბეტოსთან შეჯახებისას ტრავმა მიიღო და მინდორი დატოვა.

„ევერტონი“ - „ლივერპული“ 1:2(0:1)
გოლები: 29' მოჰამედ სალაჰი 0:1, 54' ბეტო 1:1, 90+10' ვირჯილ ვან დეიკი 1:2


„არსენალი“ „მანჩესტერ სიტისთან“ დამარცხდა და დაკარგული ქულებით მას გაუთანაბრდა.

„მანჩესტერ სიტი“ - „არსენალი“ 2:1(1:1)
გოლები: 16' რაიან ჩერკი 1:0, 18' კაი ჰავერცი 1:1, 65' ერლინ ჰოლანი 2:1