ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გრძელდება მსოფლიო ჩემპიონატი ბერძნულ რომაული სტილი ჭიდაობაში.

82 კგ წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში გელა ბოლქვაძემ ირანელი ღოლამრეზა ჯავად ფაროხისენჯანისთან 0:4(0:3) დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ 18 წლის ვახტანგ ლოლუამ ასევე ირანელი პაიამ ფარზად აჰმადი ბალოტაკი 9:7(3:0) დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.