ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გრძელდება მსოფლიო ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის.
დღეს დილით გამართულ 97 კგ წონითი კატეგორიის რეპეშაჟის ნახევარფინალში გიორგი მელიამ ინდოელი ნიტეშ ნიტეში 5:4 დაამარცხა და ბრინჯაოს ფინალში ჭიდაობის უფლება მოიპოვა.
გიორგი მელიას მეტოქე ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციის ეგიდით მოასპარეზე ბელარუსი კირილ მასკევიჩი იქნება.
60 კგ წონით კატეგორიაში ეს უფლება გუშინ ფინალში გადასავლელ შეხვედრაში დამარცხების შემდეგ ჰქონდა მოპოვებული ამირან შავაძეს.
ქართველი მოჭიდავის მეტოქე ბრინჯაოს ფინალში პარიზის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ჩრდილოკორეელი რი სე უნი იქნება.
67 კგ წონაში ჯონი ხეცურიანი მერვედფინალში ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციის სახელი მოასპარეზე რუს დანიალ აგაევთან 2:5 დამარცხდა.
63 კგ წონით კატეგორიაში ლერი აბულაძე საკვალიფიკაციო წრეში 1:1-ზე ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციის ეგიდით მოჭიდავე რუს სერგეი ემელინთან დამარცხდა.
87კგ წონით კატეგორიაში გობაძემ საკვალიფიკაციო წრეში ყაზახ ისლამ ევლიევთან 1:9 წააგო.
სერგეი ემელინი და ისლამ ევლოევი მეოთხედფინალში დამარცხდნენ და ლერი აბულაძეს და ლაშა გობაძეს რეპეშაჟში გადასვლის შანსი წაერთვათ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ 55კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი 18 წლის ვახტანგ ლულუამ მოიპოვა, 82 კგ წონაში კი გელა ბოლქვაძე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.