ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში დასრულდა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში 

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში  დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველი მოჭადრაკე ბაადურ ჯობავა ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ბაადურ ჯობავამ ჯერ სწრაფ ჭადრაკში იასპარეზა, 11 შესაძლებლობიდან 9 ქულა დააგროვა, მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩა პირველ ადგილზე გასულ სლოვენიელ ვლადიმირ ფიოდოროვს. ასევე ცხრა ქულის მქონე უკრაინელმა ანტონ კორობოვმა კი მას დამატებით მაჩვენებლებით აჯობა.

ელვისებურ ჭადრაკში ბაადურ ჯობავამ 13 შესაძლებლობიდან 10,5 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით ჩამორჩა ნიდერლანდელ იორდენ ვან-ფორესტს და სერბ ალექსეი სარანას.