ინგლისის პრემიერლიგაში მეჩვიდმეტე ტური დაიწყო.

პრემიერლიგის ბოლო ოთხი სეზონის გამარჯვებული „მანჩესტერ სიტი" ბირმინგემს ესტუმრა და უაღრესად წარუმატებელი სერია გააგრძელა. 

„ქალაქელები" მასპინძლებთან შეხვედრაში ვერაფერი გააწყვეს და დამარცხდნენ. ყველა დონეზე  გამართული ბოლო თორმეტი შეხვედრიდან მათ ერთადერთხელ გაიმარჯვეს, ორჯერ ფრედ ითამაშეს და ცხრაჯერ დამარცხდნენ. ამდენი მარცხი „მანჩესტერ სიტის" ბოლოს გამართულ 107 მატჩში არ ჰქონია.

„ასტონ ვილა“ - „მანჩესტერ სიტი“ 2:1(1:0)


„ბრენტფორდი“ - „ნოტინგემი“ 0:2(0:1)


„იპსვიჩი“ - „ნიუკასლი“ 0:4(0:3)


„ვესტ ჰემი“ - „ბრაიტონი“ 1:1(0:0)


„კრისტალ პალასი“ - „არსენალი“ 1:5(1:3)