პარიზის თეატრ „შატლეში“ „ფრანს ფუტბოლის“ ყოველწლიური პრიზის, „ოქროს ბურთის“ მფლობელი გამოვლინდა.

„ფრანს ფუტბოლის“ მიერ დაწესებული „ოქროს ბურთის“ 2025 წლის გამარჯვებული „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი უსმან დემბელე გახდა “ გახდა.

საუკეთესო ფეხბურთელთა ათეულში „პარი სენ-ჟერმენის“ ხუთი ფეხბურთელი მოხვდა.

ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია მეთორმეტე ადგილზე გავიდა.

1. უსმან დემბელი („პარი სენ-ჟერმენი“)
2. ლამინ იამალი („ბარსელონა“)
3. ვიტინია („პარი სენ-ჟერმენი“)
4. მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“)
5. რაფინია („ბარსელონა“)
6. აშრაფ ჰაკიმი („პარი სენ-ჟერმენი“)
7. კილიან მბაპე („რეალი“)
8. კოულ პალმერი („ჩელსი“)
9. ჯანლუიჯი დონარუმა („პარი სენ-ჟერმენი“/„მანჩესტერ სიტი“)
10. ნუნუ მენდეში („პარი სენ-ჟერმენი“)
11. პედრი - „ბარსელონა“
12. ხვიჩა კვარაცხელია - „ნაპოლი“/„პარი სენ-ჟერმენი“
13. ჰარი კეინი - „ბაიერნი“
14. დეზირე დუე - „პარი სენ-ჟერმენი“
15. ვიკტორ დიოკერეში - „სპორტინგი“/„არსენალი“
16. ვინიუსიუს ჟუნიორი - „რეალი“
17. რობერტ ლევანდოვსკი - „ბარსელონა“
18. სკოტ მაკტომინეი - „ნაპოლი“
19. ჟოაუ ნევეში - „პარი სენ-ჟერმენი“
20. ლაუტარო მარტინესი - „ინტერი“
21. სერუ გირასი - „ბორუსია“ დორტმუნდი
22. ალექსის მაკალისტერი - „ლივერპული“
23. ჯუდ ბელინგემი - „რეალი“
24. ფაბიან რუისი - „პარი სენ-ჟერმენი“
25. დენზელ დუმფისი - „ინტერი“
26. ერლინ ჰოლანი - „მანჩესტერ სიტი“
27. დეკლან რაისი - „არსენალი“
28. ვირჯილ ვან დეიკი - „ლივერპული“
29. ფლორიან ვირცი - „ბაიერი“/„ლივერპული“
30. მაიკლ ოლისე - „ბაიერნი“

სხვა ნომინაციებში საუკეთესოები გახდნენ:

საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - აიტანა ბონმატი („ბარსელონა"). მან ტიტული ზედიზედ მესამედ მოიპოვა;

21-წლამდელთა შორის საუკეთესო ფეხბურთელი („ტროფეი კოპა") - ლამინ იამალი („ბარსელონა"). ლამინ იამალი ზედიზედ მეორე წელია ამ პრიზს ეუფლება;
ქალებში 21-წლამდელთა შორის საუკეთესო ფეხბურთელი („ტროფეი კოპა")  - ვიკი ლოპესი („ბარსელონა“);

საუკეთესო ბომბარდირი („ტროფეი გერდ მიულერი") - ვიკტორ დიოკერესი. ამჟამად „არსენალის“ ფეხბურთელმა გასულ სეზონში „სპორტინგის“ რიგებში 52 თამაშში 54 გოლი გაიტანა;
ქალთა შორის საუკეთესო ბომბარდირი - ევა პაიორი („ბარსელონა“)

საუკეთესო მწვრთნელი მამაკაცთა ფეხბურთში („ტროფეი იოჰან კრუფი") - ლუის ენრიკე („პარი სენ-ჟერმენი“); 
საუკეთესო მწვრთნელი ქალთა ფეხბურთში („ტროფეი იოჰან კრუფი") - სარინა ვიგმანი (ნიდერლანდების ნაკრები/ინგლისის ნაკრები);

საუკეთესო გუნდი მამაკაცებში - „პარი სენ-ჟერმენი";
საუკეთესო გუნდი ქალებში - „არსენალი"

საუკეთესო მეკარე („ტროფეი ლევ იაშინი") ჯანლუიჯი დონარუმა („პარი სენ-ჟერმენი“/„მანჩესტერ-სიტი“)
საუკეთესო მეკარე ქალთა შორის - ჰანა ჰემპტონი („ჩელსი“/ინგლისის ნაკრები)

„პარი სენ-ჟერმენის“ მწვრთნელის, ლუის ენრიკეს ცხრა წლის ასაკში გარდაცვლილი ქსანა მარტინესის სოვნის საპატივცემულოს შექმნილი ფონდი, რომელსაც ქსანას და, სირა მარტინესი ხელმზღვანელობს, სოკრატესის ტროფეის მფლობელი გახდა.