„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და პროგრესი ნამდვილად არის.
„სტაბილურია მისი მდგომარეობა და შეიძლება ითქვას, რომ პროგრესი ნამდვილად არის. პაციენტი ბევრად უფრო გააქტიურებულია, მოძრაობს. უფრო მეტად ასრულებს ჩვენს რეკომენდაციებს, თუმცა ვისურვებდით, რომ კიდევ უფრო მეტად შეასრულოს. იყენებს დამხმარე საშუალებასაც, მაგრამ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილებაც. კალორიულობის მხრივ, ვისურვებდით რომ კიდევ უფრო მეტად შეასრულოს რეკომენდაციები“, - აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.