არ ვიცი რის საფუძველზე დასახელდა 58 კილო, დღეისთვის პაციენტი 64 კილოგრამს და 400 გრამს იწონის - ამის შესახებ "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებას, რომ მისის შვილი 58 კილოს იწონის და თავს ცუდად გრძნობს.
"არ ვიცი რის საფუძველზე დასახელდა 58 კილო, ბევრად მეტს იწონის პაციენტი. დღეს ჩატარდა აწონვა, შემიძლია დავასახელო და ამის შემდეგ ნუღარ დავასახელებთ ამ ციფრებს იმიტომ, რომ კლება არის თუ მატება შემდეგ ეს ძალიან უარყოფითად აისახება მის დამოკიდებულებაზე ექიმების და ზოგადად მკურნალობის მისამართით.
დღეისთვის პაციენტი იწონის 64 კილოგრამს და 400 გრამს. ეს არის წინა მონაცემებთან შედარებით მომატებული. ჩვენ ეს ყველაზე მეტად გვაწუხებს, რომ უარს აცხადებს სამკურნალო დანიშნულების მიღებაზე.
მრავალფეროვნება იყო, წონაში მატებაც იყო, მაგრამ იმ პერიოდში თვითონ პაციენტი აცხადებდა აწონვაზე უარს," – აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.