ადვოკატების მხრიდან ხშირად ხდება პაციენტის დაიმედება, თუმცა, შემდეგ გადის ის ერთი კვირა და პაციენტი აღმოჩნდება მისთვის მწარე რეალობის წინაშე, - ამის შესახებ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ „იმედის კვირას“ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განუცხადა.
„ადვოკატების მხრიდან ხშირად ხდება პაციენტის დაიმედება, რომ ვთქვათ, ეს იმ კვირაში თუ მომავალ კვირაში გადაწყდება, თუმცა, შემდეგ გადის ის ერთი კვირა და პაციენტი აღმოჩნდება მისთვის მწარე რეალობის წინაშე და აქედან იწყება უკვე მისი მდგომარეობის გაუარესება.
ყველაფერს რომ კადრულობენ და იგივე ხაჭაპურიძე, რაც ბუნებაში წარმოუდგენელია, ისეთ რაღაცებს. რატომღაც, ესაა მისი, როგორც ადვოკატის ხაზი, მიმართულება, რომ რაც შეიძლება მეტი კომპრომეტირება მოახდინოს კლინიკისა და ექიმების“, - განაცხადა ჩხაიძემ.