პაციენტ სააკაშვილის მკურნალი ექიმი შეიცვალა, ეს იყო პაციენტის კატეგორიული მოთხოვნა, რომ არ გააგრძელებდა თანამშრომლობას მკურნალ ექიმთან, – ამის შესახებ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა.
„ჩვენ გავითვალისწინეთ პაციენტის სურვილი და მოთხოვნა, შესაბამისად შეიცვალა მკურნალი ექიმი, ახლა იქნება ლუიზა შენგელია. პაციენტმა არ ისურვა, ქალბატონ თამარს გაეგრძელებინა მუშაობა მასთან. სხვა არაფერი არ ყოფილა. პერსონალი აკეთებს თავის შესაძლებლობების მაქსიმუმს და აგრძელებს თავის მოვალეობის შესრულებას, მიუხედავად ყველაფრისა“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
მისივე ინფორმაცით. სააკაშვილი კვლავ დაბალი კალორაჟის საკვებს იღებს.
„საკვებს იღებს, როგორც იღებდა აქამდე. ენდოკრინოლოგის, ნუტრიციოლოგის კონსულტაცია ფაქტობრივად არ სრულდება. შესაბამისად, აგრძელებს იმავე კალორაჟის მიღებას, როგორც იღებდა აქამდე. ძალიან მცირე კალორაჟია, დაახლოებით მესამედია იმ საჭირო კალორაჟისა, რაც ესაჭიროება მის ორგანიზმს“, – განაცხადა ჩხაიძემ.