„მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად, თურქეთში საქართველოდან 7 სატვირთო მანქანით 100 ტონაზე მეტი ტვირთი გაიგზავნა“,-ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, ჰუმანიტარული ტვირთი ყველა იმ საჭირო ნივთს მოიცავს, რომელიც სამაშველო ოპერაციების დროს ადამიანების დახმარებისთვისაა აუცილებელი.

„100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, მედიკამენტებს, სამედიცინო აღჭურვილობას, ჩვილის საკვებს, გადაუდებელი დახმარების პერსონალისთვის განკუთვნილ ნივთებს, კარვებს, თბილ ტანსაცმელს, მშრალ კვებას და ყველა იმ საჭირო ნივთს მოიცავს, რომელიც სამაშველო ოპერაციებისას ადამიანების დახმარებისთვისაა აუცილებელი. ტვირთი 7 სატვირთო მანქანისგან შედგებოდა, რომელიც საერთო ჯამში 100 ტონაზე მეტია. ტვირთი ანკარაში გვიან ღამე იქნება, სადაც სამინისტროს წარმომადგენლები დახვდებიან და იმ ლოკაციების მიხედვით გადაანაწილებენ, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდანაა მოთხოვნილი“,-  განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

 შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის, ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით, 1 მლნ ლარი, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოჰუმანიტარული დახმარების მობილიზება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყო.