ზუგდიდის რაიონ სოფელ ორულუში ხანძარს 92 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სახლს გაუჩნდა და ხანძრიდან მამაკაცის გამოყვანა ვერ მოხერხდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. 

წყარო: რუსთავი 2