სოფელ ჭუბერთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხაიში-საკენი-ომარიშარას საავტომობილო გზის პირველ კილომეტრზე (სოფ. ჭუბერი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.